სურსათის ეროვნული სააგენტო მუნიციპალურ ორგანოებს გარევაჭრობის კონტროლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მუნიციპალურ ორგანოებს გარევაჭრობის კონტროლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
როგორც “კვირას” სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა დოლიძემ განუცხადა, ზოგადად, სურსათის უვნებლობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები. მისი თქმით, გარევაჭრობის პრობლემა, ზოგადად, მუნიციპალური პრეროგატივაა და აღნიშნულზე კონტროლი მათ ევალებათ.
“ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ გარევაჭრობას, ჩვენი ინტერესის სფერო ბიზნესოპერატორები არიან, მაღაზია ან ბაზარი. გარევაჭრობისას ყველანაირი ნორმები ირღვევა და ყოვლად დაუშვებელია ხორცისა და მსგავსი მალფუჭებადი პროდუქტის არასათანადო პირობებში გაყიდვა, რადგან რისკი იმისა, რომ პროდუქტი, რომელიც ელემენტარული პირობების გარეშე იყიდება და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, ძალიან დიდია”, – დასძინა ზაზა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები