გარემოს დაცვის სამინისტრო: ტყით სარგებლობის ახალი რეგულაციები – გლეხებზე მორგებული ლიბერალური ნორმები
საქართველოს გარემოს დაცვისა დაბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიებზე ხშირია ისეთი დროებითი ნაგებობების განთავსების შემთხვევები, როგორიცაა – ფუტკრის სკა, ხის დროებითი კონსტრუქცია და ა.შ.
ამასთანავე, მოსახლეობის მიერ ტყის ფონდის ტერიტორიების გამოყენება ხშირად ხდება ისეთი მრავალწლიანი და ერთწლიანი ნარგავების გაშენებისთვის, როგორიცაა ვაზი, სიმინდი, ლობიო და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, რომლებიც არ აყენებენ და ვერც შეიძლება აყენებდნენ ზიანს გარემოს. უფრო მეტიც, მიწის დამუშავება ხელს უწყობს ნიადაგის ნაყოფიერებასა და პროდუქტიულობის გაზრდას, ხოლო ფუტკარი უზრუნველყოფს ხე-მცენარეების დამტვერვას. უწყების ინფორმაციითვე, გარემოს დაცვის სამინსიტროს შესაბამისმა სამსახურებმა იმსჯელეს ამ საკითხის შესახებ და დაადგინესა, რომ არსებობს მოძველებული ნორმები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს და თავისი შინაარსით უტოპიურია ზემოაღნიშნულ საქმიანობებთან მიმართებაში.
აქედან გამომდინარე, სამინისტროს ინიციატივითა და მთავრობის გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა “გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის” შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც ზემოაღნიშნული საქმიანობებისთვის გარემოსათვის მიყენებული ზიანისათვის თანხის დაანგარიშება აღარ მოხდება, გარდა დაცული ტერიტორიებისა. თუმცა, რამდენადაც ეს საქმიანობები თავისი შინაარსით ტყითსარგებლობის კანონმდებლოთ დადგენილ ფორმას წარმოადგენს, ამ საქმიანობების შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება, კვლავ ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებად და მოხდება ადმინისტრაციული სახდელების დაკისრება.
“ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ზიანი აღარ დაითვლება, მოვუწოდებთ ყველას, გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იჯარის შესაძლებლობა და დადგენილ ჩარჩოებში ისარგებლონ ტყის ფონდით, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარებას, ხოლო, მეორე მხრივ, მოხდება გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სრული დაცვა“,-აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.