შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ევროინტეგრაციის მინისტრს უმასპინძლა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, დავით ბაქრაძეს უმასპინძლა.
როგორც “კვირას“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების პირობები და მასთან დაკავშირებული საკითხები; ევროპასთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები; ნატოს და რიგის სამიტი განიხილეს.
“მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობაზე. შეხვედრას დაახლოებით 250-მდე სტუდენტი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ბატონი დავითისათვის საინტერესო თემაზე დაესვათ კითხვები და მათზე ამომწურავი პასუხი მიეღოთ. შეხვედრის ბოლოს დავით ბაქრაძეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით სიმბოლური საჩუქარი გადასცა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. დოქტ. ილიას ჩილოღლუმ. ვიზიტის ფარგლებში ბატონი დავითი გაეცნო უნივერსიტეტის სასწავლო გარემოს, ასევე ბიბლიოთეკაში არსებულ ნატოს საინფორმაციო კუთხეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.