გიორგი მარგველაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს პორტუგალიის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანიბალ კავაკუ სილვას პორტუგალიის დღეს ულოცავს.
“თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ პორტუგალიის დღე. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პორტუგალიის რესპუბლიკასთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების განვითარებას. ღრმად მწამს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო პარნტიორული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ჩვენი ერების სასარგებლოდ. ვსარგებლობ შემთხვევით და დიდ მადლიერებას გამოვხატავ თქვენი ურყევი მხარდაჭერისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები, თქვენს მომავალ საქმიანობაში წარმატებისათვის, მეგობარი პორტუგალიელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის,” – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მილოცვის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები