პრემიერი პორტუგალიელ კოლეგას ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პორტუგალიელებს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ პრემიერის მისალოც წერილშია ნათქვამი, რომელიც პრემიერმა პორტუგალიელ კოლეგას, პედრუ პასუშ კოელიოს მისწერა.
„ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. დარწმუნებული ვარ, ურთიერთგაგება და ნდობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის კიდევ უფრო განმტკიცდება და გადაიზრდება გრძელვადიან პარტნიორობაში ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. კიდევ ერთხელ, გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, რომელიც ემსახურება პორტუგალიის რესპუბლიკაში მშვიდობის განმტკიცებას და პორტუგალიელი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფას“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.