ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ თურქეთის პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან შემდგარმა შეზღუდულმა სადამკვირვებლო მისიამ თურქეთში წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე მწვავედ თურქეთის პირველ პირს აკრიტიკებენ.
მათი შეფასებით, ერდოღანმა წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობით კანონი დაარღვია, რადგან წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მმართველი გუნდის – „სამართლიანობისა და განვითარების″ პარტიის პროპაგანდით იყო დაკავებული. ეუთოს შეფასებით, უმაღლესი საარჩევნო საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლო განხილვას არ ექვემდებარება, რითაც ძალთა გადანაწილება იგნორირებულია.
“სახელმწიფო კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი პარტიას მხარს ვერ დაუჭერს და მიუხედავად იმისა, რომ თავის მოვალეობას ობიექტურად უნდა ასრულებდეს, პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიებში აქტიურად მონაწილეობდა.
პრეზიდენტმა, როგორც სახელმწიფო მეთაურმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უჩვეულო რაოდენობით საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო. თუმცა, ეს ღონისძიებები მმართველი პარტიის კამპანიად იქცეოდა და ოპოზოციის ლიდერებსაც აკრიტიკებდა. პრეზიდენტის მიტინგებით კამპანიის წესები და ეუთო-ს კოპენჰაგენის კრიტერიუმები ირღვევა. მედიაში პოლარიზაცია აღინიშნება და პარტიებისთვის მიცემული დროის ხანგრძლივობა სამართლიანი არ არის. სახელმწიფო ტელევიზიების ჩათვლით ხელისუფლებასთან ახლოს მყოფი მედიასაშუალებები მმართველი პარტიის მიმართაა მიდრეკილი. უმაღლესი საარჩევნო საბჭოს საარჩევნო კამპანია და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხები კანონმდებლობას არ შეესაბამება. უმაღლესი საარჩევნო საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოს განსჯის საგანიც კი ვერ ხდება რაც არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს სამართლებრივად დაცვის საშუალებეებს ზღუდავს”,- ნათქვამია ეუთოს მიერ მომზადებულ ანგარიშში.
დამკვირვებლების აზრით, არჩევნები ზოგადად პროფესიონალურად ჩატარდა და აღნიშნავენ, რომ უმაღლესი საარჩევნო საბჭო რაც უფრო გაჭვირვალე იქნება მის მიმართ ნდობა უფრო გაღრმავდება. ამასთანავე დასძენენ, რომ ხმის მიცემის პერცესში ძალიან ცოტა ინციდენტი დაფიქსირდა, ხმების დათვლისა და გაერთიანების პროცესი კი ზოგადად გამჭვირვალედ განხორციელდა.
ეუთოს დამკვირვებლებმა ასევე Samanyoluhaber.com ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დაშინებას ხაზი გაუსვეს და აღნიშნეს, რომ მედიისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება შემაშფოთებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები