2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე იქნება წარდგენილი
2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი ხვალ მთავრობის სხდომაზე იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, გუშინ შედგა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან.
“ამ საკითხზე ფინანსთა მინისტრი მუშაობს, დღეს ბოლო კომუნიკაციას ახდენს იგი ყველა სამინისტროსთან და ხვალ, სავარაუდოდ, მთავრობის სხდომაზე იქნება წარმოდგენილი საბოლოო ვარიანტი. ყველა სამინისტროში, მათ შორის ჩვენს სამინისტროშიც ძირითადი შეკვეცა ხდება ადმინისტრაციული ხარჯების კუთხით, პრემიებისა და შრომის ანაზღაურებების მუხლში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.