შსს ბიუჯეტს სამ-ნახევარი მილიონი ლარით ამცირებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბიუჯეტს სამ-ნახევარი მილიონი ლარით ამცირებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილს არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კორექტირება, ძირითადად, ადმინისტრაციულ ხარჯებს შეეხება.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა ბიუჯეტის შემდგომი ნაწილის ოპტიმიზაცია, 3,5 მილიონი ლარი გამოვათავისუფლეთ შემდგომ გეგმაში და ეს არის ადმინისტრაციული დანახარჯების უფრო დაკორექტირებული ვარიანტი“,- განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.