ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ახალი ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დღეიდან იწყება

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ახალი ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი დღეიდან იწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეები შემთხვევითი პრინციპით ასამდე კანდიდატს შეარჩევენ, რომლებსაც სპეციალური კითხვარი გაეგზავნებათ. ეს პროცესი მომდევნო სხდომებზეც გაგრძელდება და საბოლოოდ, დაახლოებით, სამი თვის განმავლობაში 12 ნაფიცი მსაჯული და 2 სათადარიგო კანდიდატი შეირჩევა. ამის შემდეგ საქმის განხილვა თავიდან დაიწყება.
ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.
ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილების მიღება ვერ მოახერხეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის 12-საათიანი მსჯელობის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. გიორგი ოქროპირიძეს აღნიშნულ საქმეზე წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 ივნისს ეწურებოდა, თუმცა მას 9 ივნისს პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით კვლავ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები