ზურაბ ადეიშვილი: საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები
ზურაბ ადეიშვილის განცხადებით, იგი საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება. თუმცა, პოლიტიკაში არა. როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა გადაცემაში „არჩევანში“ ისაუბრა, როგორც კი მას საშუალება მიეცემა, ის საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება და მომავალ საქმიანობას თავისი პროფესიით გააგრძელებს.
ადეიშვილის განცხადებითვე, მას საქართველოში ყოფნის პერიოდშიც ბევრჯერ ჰქონდა მცდელობა, რომ თანამდებობა დაეტოვებინა, მაგრამ ეს ვერ შეძლო.
ზურაბ ადეიშვილმა მადლობა გადაუხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის წევრებს, იმისთვის რომ მათთან ერთად მან საქართველოს ტრანსფორმაციის პროცესში მინაწილეობა მიიღო.
ამასთან, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროინდელი შეცდომებიც აღარა, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ბევრი სასიკეთო გადაწყვეტილებებიც იქნა მიღებული.
„მე ვერ წარმომიდგენია რომ საქართველოში ვერ დავბრუნდები, მე საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები და ველოდები იმ დროს, როდესაც საშუალება მომეცემა ჩემს ქვეყანაში დაბრუნების. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკაში ყოფნას, მაშინაც კი როდესაც პოლიტიკაში ვიყავი არცერთი დღე არ მიფიქრია იმაზე, რომ დიდი ხნით ვიქნებოდი პოლიტიკაში, ბევრჯერ მქონდა გადაწყვეტილი რომ წავსულიყავი პოლიტიკიდან. არ შეიძლება იმ ადამიანისთვის დიდი ხნით თანამდებობაზე ყოფნა, რომელსაც მაღალი მენეჯმენტური თანამდებობა უკავია, მე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და საქმის გავაგრძელებდი ჩემი პროფესიით. ამას ვაპირებდი ისევ საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. სამწუხაროდ ამ პერიოდის განმავლობაში არ აღმოჩნდა ისეთი ფანჯარა, რომელიც კომფორტული იქნებოდა ჩემთვისაც და ჩემი მეგობრებისთვის, რომ ეს არ აღქმულიყო გუნდის დატოვებად, ან იმ მძიმე პრობლემების თავის არიდებად. აქედან გამომდინარე, ვერ მოხერხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. მადლობელი ვარ ჩემი გუნდის და ჩემი ხალხის, რომელთა დახმარებითაც მე საშუალება მომეცა ქვეყნის ტრანსფორმაციის პროცესში მონაწილეობა მიმეღო, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი შეცდომები გვქონდა, მაგრამ გვქონდა ძალიან ბევრი სწორი გადაწყვეტილებები.
ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ დღეს ქვეყანაში არის ახალი გამოწვევევები, ახალ გამოწვევებს ახალი ლიდერები სჭირდება. არის ხალხი, რომლებიც მუდმივად უნდა იყოს პოლიტიკაში, მაგრამ არის ხალხი, მათ შორის მეც, იმიტომ მე სხვა ტიპის ადამიანს მივეკუთვნები, რომელიც ადმინისტრაციულ და მენეჯმენტურ გადაწყვეტილებეს იღებს და ბუნებრივია, ცვლილებები უნდა განხორციელდეს ახალი პოლიტიკური გუნდით“, – აღნიშნა ზურა ადეიშვილმა გადაცემაში „არჩევანში“.