სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები ესტონეთში იმყოფებოდნენ
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები ესტონეთში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. მეცხოველე, მერძევე, მეფუტკრე და მეთევზე კოოპერატივების წარმომადგენლებმა მოინახულეს ფერმები და ესტონელი კოლეგებისაგან მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ანა საბახტარიშვილმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრები გამართა ესტონეთის პარლამენტსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო კოოპერატივებისა და მცირე მეწარმეობის განვითარების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს.შეხვედრის მიზანი იყო ესტონეთის გამოცდილების გაზიარება, თუ რა გზა გაიარა ესტონეთმა ევროკავშირში გაწევრიანებამდე, როგორ განხორციელდა რეფორმები აგრონომიულ სფეროში. პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის,საქართველოში ესტონეთის საელჩოსა და ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.