ირაკლი შოთაძე მზადაა ირაკლი ალასანიას ავტოგრაფი გაუგზავნოს
მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც გადაცემა “რეაქციაში” საუბრისას შოთაძემ აღნიშნა, სურვილის შემთხვევაში, ის მზადაა, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიას საკუთარი ავტოგრაფი გაუგზავნოს.„ბევრი განცხადება გაკეთდა მასმედიის საშუალებებით იგივე ჩემს მიმართ, თუმცა მინდა მივულოცო ირაკლი ალასანიას – დღეს მან რეკორდი დაამყარა. არასდროს, პირდაპირ ეთერში ჩემი სახელი და გვარი ამდენჯერ არ უხსენებიათ. არ ვიცოდი ასეთი პოპულარული თუ ვიყავი მისთვის. მინდა შევთავაზო მას, თუ სურს, შემიძლია ჩემი ავტოგრაფიც გავუგზავნო“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი შოთაძეს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში, მთავარ პროკურორობას დაჰპირდა.