პრობაციის სამსახურის ხელმძღვანელის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს
პრობაციის სამსახურის ხელმძღვანელის ბესიკ ცხადაძის ცხედარი რესპუბლიკური საავადმყოფოდან გამოასვენეს. არსებული ინფორმაციით, ის გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში და ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ მოხდება მისი ოჯახში გადასვენება. ბესიკ ცხადაძემ ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში ჭრილობა დღეს საკუთარ სახლში მიიყენა. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ბესიკ ცხადაძეს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.