სტიქიამ გორის რაიონი კვლავ დააზარალა

სეტყვამ გორის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა. ყველაზე რთული ვითარებაა ატენის ხეობაში, სადაც მოსახლეობის ნაწილი მოსავლის გარეშე დარჩა.სეტყვა 10 წუთის ინტერვალით სამჯერ განმეორდა.
დაზიანებულია სახნავ-სათესი მიწები და ვენახები.ძლიერ წვიმას ატენში ნიაღვარიც მოჰყვა, რამდენიმე ადგილზე მთიდან მიწა ჩამოიშალა. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში გორის რაიონში 40-ზე მეტი სოფელი დაისეტყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები