ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
ვარშავაში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონეთის პოლიტიკური ელიტის, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის, ბიზნეს წრეების, პოლონეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა, რომელმაც ისაუბრა ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაზე და ევროპულ ინტეგრაციაზე. ელჩმა, ასევე, ხაზი გაუსვა საქართველო-პოლონეთის მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა პოლონურ მხარეს საქართველოს მიმართ გამორჩეული მხარდაჭერისთვის. ღონისძიება ქართული სიმღერების ფონზე მიმდინარეობდა. საქართველოსა და პოლონეთის ჰიმნები სპეციალურად ამ საღამოსთვის მიწვეულმა ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა – “ერთობა” შეასრულა. მოეწყო, ასევე, ქართული ღვინის დეგუსტაცია. საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, საქართველოს ღვინის საპატიო ელჩმა, შალვა ხეცურიანმა დამსწრე საზოგადოებას ქართული ღვინის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საღამოს სამასზე მეტი სტუმარი დაესწრო.