პოროშენკო – მე და სააკაშვილს ვერაფერი შეგვაჩერებს
ოდესის გუბერნატორის რანგში მიხეილ სააკაშვილის მთავარი ამოცანა რეგიონში წესრიგის დამყარებაა. ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„მე და სააკაშვილს წესრიგის დამყარების საკითხში ვერაფერი შეგვაჩერებს, ვისაც არ უნდა წესრიგი, მათი შიში გამართლებულია. ჩვენ ვაპირებთ რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელები საკონკურსო საფუძველზე შევარჩიოთ, შევქმნით ახალ გუნდს და ახალ ელიტას, დავამყარებთ წესრიგს ოდესის საბაჟოზე, დავიცავთ ინვესტორებს, რომლებიც ოდესაში საქმიანობენ“, – განაცხადა პოროშენკომ.
პოროშენკომ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სოციალურ ქსელებში და მედიაში ოდესის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას მხარი დაუჭირა.