გიორგი ქადაგიძე თანამდებობის დატოვებას ვადაზე ადრე არ აპირებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თანამდებობის დატოვებას ვადაზე ადრე არ აპირებს – ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სამწუხაროა, რომ მაღალი თანამდებობის პირები იმეორებენ იმ შეფასებებს და პათოსს, რომელიც, როგორც წესი, არის ყვითელი პრესის საქმე. ამ ქვეყანაში არსებობს კონსტიტუცია, კონსტიტუციური ვადები და ვადებით გათვალისწინებული პროცედურები იქნება დაცული. სამი წელია, ჩვენ გვესმის და ვხედავთ ტალახის სროლას ეროვნული ბანკის და ჩემს მიმართ. თუ ვინმეს რამე კითხვა აქვს, ჩვენ აქ ვართ და ყველა კითხვას ყოველთვის პასუხს გავცემთ. სამწუხაროა, რომ მაღალი თანამდებობის პორები იმეორებენ იმ შეფასებებსა და იმ პათოსს, რომელიც, როგორც წესი, არის ყვითელი პრესის საქმე”, – აღნიშნა ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები