გიორგი მარგველაშვილი დანიის დედოფალს მარგრეტე II-ს დანიის სამეფოს კონსტიტუციის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მის უდიდებულესობა დანიის დედოფალს მარგრეტე II-ს დანიის სამეფოს კონსტიტუციის დღეს ულოცავს.

“თქვენო უდიდებულესობავ, ჩემთვის დიდი პატივია, გადმოგცეთ ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა დანიის სამეფოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით. ამ ღირშესანიშნავ დღეს მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დანიასთან მეგობრული და ორივე სახელმწიფოსათვის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარებას.

იზიარებენ რა საერთო ღირებულებებსა და მისწრაფებას თავისუფლების, მშვიდობისა და სტაბილურობისაკენ, მტკიცედ მწამს, რომ საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის. თქვენო უდიდებულესობავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები, თქვენს კეთილშობილურ მიზნებში წარმატებისათვის, ასევე დანიელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის”, – აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები