უკრაინული მედია – ზურაბ ადეიშვილი ოდესის ოლქის პროკურორად დაინიშნა

გამოცემა business.ua-ს ცნობით, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ოდესის ოლქის პროკურორად უკვე დაინიშნა. გამოცემა წერს, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა შესაბამის ბრძანებულებას ხელი უკვე მოაწერა. ოდესის პროკურორად ზურაბ ადეიშვილის შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია 2 ივნისს გავრცელდა. 43 წლის ადეიშვილი 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოდან წავიდა და ის საერთაშორისო ძებნაში იყო გამოცხადებული. რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადეიშვილი ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიიდან ამოღებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები