თარაშ შურღაია 42-ე საბავშვო ბაგა-ბაღის გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი თარაშ შურღაია 42-ე საბავშვო ბაგა-ბაღს ეწვია.
საკრებულოს წევრმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და გამოსაშვებ ზეიმს დაესწრო.
ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა მოწვეულ სტუმრებს ზღაპარი ,,რწყილი და ჭიანჭველა“ წარმოუდგინეს.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, თარაშ შურღაიამ ბაღის დირექტორსა და პედაგოგებს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა, პატარებს კი მშვიდობიანი და წარმატებული მომავალი უსურვა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის მოწყობა და ბავშვებისათვის კომფორტული გარემოს შექმნა, დედაქალაქის საკრებულოსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. დეპუტატის სამაჟორიტარო ოლქში 7 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, მათ შორის ერთი – საზაფხულოა.