გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას ლომისობას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას ლომისობის დღესასწაულს ულოცავს. “ქსნისა და არაგვის ხეობის მოსახლეობა, მათთან ერთად მთელი საქართველო დღეს წმინდა გიორგის სახელობის სატაძრო დღესასწაულს, ლომისობას ზეიმობს. ეს არის ერთ-ერთი უძველესი ქართული დღესასწაული ქრისტიანობის სიძლიერისა, თავისუფლებისა, რომელსაც რწმენა ანიჭებს ადამიანებს. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, მრავალ ლომისობას დაგასწროთ სიკეთითა და სიხარულით”, – ნათქვამია მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები