პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომით დაინტერესდება

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომის საკითხით პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური დაინტერესდება, – ამის შესახებ აღნიშნული სამსახურის უფროსმა, ზურაბ აზნაურაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც მან განმარტა, მონიტორინგის სამსახური კანონმდებლობის იმ მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედებს, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეს პოლიტიკური საქმიანობის წარმოების უფლება არ აქვს.
“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლება. შესაბამისად, “ნაციონალურ მოძრაობაში” უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება და შეიცვალოს პარტიის თავმჯდომარე. თუ მოხდება კანონმდებლობის დარღვევა, შეიძლება პროცესში ჩვენი სამსახურიც ჩაერთოს. კანონმდებლობაში არ არის მითითებული დრო, რა ვადაში უნდა მოახდინოს პირმა პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომა თუ ის საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს, მაგრამ აკრძალულია უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ პარტიული საქმიანობა”, – განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.
პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა “ნაციონალური მოძრაობიდან” გასულ ოთხ წევრსაც მიმართა და მოუწოდა, რომ მათ მიერ გაწეული ნებისმიერი ხარჯის შესახებ პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმირება მოახდინონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები