საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში, “ნაციონალური მოძრაობიდან” ოთხი წევრის წასვლას გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, პარტიიდან წასვლის შესახებ წინასწარ არანაირი კონსულტაციები არ გამართულა.
“არანაირი კონსულტაციები და საუბრები ამ თემაზე არ ყოფილა და მართალი გითხრათ, არ მქონდა ამის დრო. ჩვეულებრივი რაღაცაა პოლიტიკაში – მიდიან, მოდიან. მართალი გითხრათ, ახალი სახეების აღმოცენება ასე, ნიახური ხომ არაა?! ამას ხელოვნურად ვერ გააკეთებ”, – განმარტა სააკაშვილმა.