14 პარტია და 8 არასამთავრობო საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე პარლამენტს მიმართავს

პრეზედენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ კონფერენციაზე, 8 არასამთავრობო ორგანიზაციისა და 14 პოლიტიკური პარტიის წევრებმა საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
აღნიშნულ დოკუმენტში ჩამოყალიბებულია ხედვა, თუ როგორ უნდა შეიცვალოს კონსტიტუციის ის ნორმა, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება.
ხელმომწერები და ავტორები სწორედ ამ დოკუმენტით მიმართავენ პარლამენტს, რომ გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს.
“საქართველოში დემოკრატიული კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს მოქმედი საარჩევნო სისტემის შეცვლა. არსებული საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვას მანდატებში, დიდია დაკარგული ხმების რაოდენობა, არ არის დაცული ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა პარლამენტის წევრთა ინიციატივით, დაუყოვნებლივთ დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება. გთავაზობთ საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის 1 პუნქტის ახალი რედაქციის პროექტს: “საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით, ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული 75 და სამხარეო პროპორციული სისტემით არჩეული 75 დეპუტატისგან”, – ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, დოკუმენტის ინიციატორები და ხელმომწერები მოითხოვენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას ინიცირებული, რათა კონსტიტუციის შესაბამის ნორმა, 2016 წლის არჩევნებამდე გონივრული ვადით ადრე შეიცვალოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები