იგორ კოლომოისკი: სააკაშვილი ოდესას რუსებს ჩააბარებს
მიხეილ სააკაშვილი ოდესას რუსებს ჩააბარებს და შემდეგ მისი დაბრუნება ბრძოლით მოგვიწევს, – ამის შესახებ უკრაინელმა ოლიგარქმა, დნეპროპეტროვსკის ყოფილმა გუბერნატორმა იგორ კოლომოისკიმ უკრაინულ გამოცემა LB.ua-თან ინტერვიუში ოდესის გუბერნატორად სააკაშვილის დანიშვნის თემის კომენტირებისას განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ ეს დროებითი ფიგურაა. ახლა ის ოდესას რუსებს ჩააბარებს და შემდეგ ჩვენ ბრძოლით მისი დაბრუნება მოგვიწევს. ის გუბერნატორად გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩება და შემდეგ მას რომელიმე არარაობით გამოცვლიან“, – განაცხადა კოლომოისკიმ.
მან ასევე იხუმრა სააკაშვილის მოქალქეობების რაოდენობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სააკაშვილი მას ამ საკითხში ნამდვილად აჯობებს.
ნეგატიურად შეაფასა ამ პოსტზე სააკაშვილის წარდგენა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატამა ოლეგ ლიაშკომ, მან ფეისბუკის საკუთრ გვერდზე ამ გადაწყვეტილებას უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფა უწოდა.
„უკრაინის 45 მილიონ მოქალაქეს შორის არ გამოჩნდა ადამიანი, ვისაც შეუძლია ოდესის ადმინისტრაციის ღირსეული ხელმძღვანელი გახდეს. თანამდებობებზე დანიშვნით პოროშენკო ამცირებს უკრაინელ ხალხს და მთელ მსოფლიოს აჩევებს, რომ უკრაინელებს საკუთარი ძალებით ქვეყანაში წესრიგის დამყარება არ შეუძლიათ. იქნებ ჩვენ პრეზიდენტიც საზღვარგარეთიდან გამოვიწეროთ?“ – წერს ლიაშკო ფეისბუკში.