ვლადიმერ ძნელაძემ და დავით უთმელიძემ ,,სინათლის ქალაქის” კუთვნილი ტექნიკა დაათვალიერეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე და საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე დავით უთმელიძე „სინათლის ქალაქს“ სტუმრობდნენ.

დეპუტატებს „სინათლის ქალაქის“ დირექტორი ვასილ ხორავა და მისი მოადგილე გიორგი ამაშუკელი შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი „სინათლის ქალაქის“ საქმიანობის გაცნობა იყო. მერიის მუნიციპალური საწარმოს ხელმძღვანელებმა საკრებულოს დეპუტატებს ის მიმდინარე პროექტები გააცნეს, რომელსაც „სინათლის ქალაქი“ ახორციელებს.

ვლადიმერ ძნელაძემ და დავით უთმელიძემ საწარმოს კუთვნილი ტექნიკაც დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები