„გელა დუმბაძე შვებულებაში გავიდა და ის 5 ივნისისთვის სამინისტროში დაბრუნდება“

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა კიკნაველიძე არ ადასტურებს.

დეპუტატის განცხადებით, გელა დუმბაძე ხუთი დღით შვებულებაში გავიდა და ის 5 ივნისისთვის სამინისტროში დაბრუნდება.

ასევე მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტის მოადგილე სანდრო ბრეგაძე.

შეგახსენებთ, მედიაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები