გიორგი ბადაშვილმა სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა.

პროკურატურის ინფორმაციით, იმიტირებული სასამართლო პროცესი საქართველოს მთავარ პროკურატურაში „პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღის“ ფარგლებში ჩატარდა და მას სტუდენტებთან ერთად თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლისა და მცხეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

სასამართლო განხილვა იმ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა, რომელიც პროექტ ,,იმიტირებული გამოძიების“ ფარგლებში აღნიშნული სკოლების მოსწავლეებმა გამოიძიეს. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებას და პროკურატურის მუშაკთა საქმიანობის გაცნობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები