საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი
უახლოესი 4 დღის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცირე ნალექია მოსალოდნელი, – ამის შესახებ „კვირას“ ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში მოიღრუბლება, იწვიმებს ელჭექით, ასევე დაუბერავს ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა. მომდევნო 4 დღის განმავლობაში თბილისში ტემპერატურა 28-30 გრადუსი იქნება.