დიდუბის რაიონში ჩოგბურთის ტურნირი ჩატარდა
დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დიღმის მასივში მცხოვრებმა ჩოგბურთის მოყვარულებმა ტურნირში მიიღეს მონაწილეობა. ჩოგბურთის ტურნირში 16 მონაწილე გამოდიოდა, მათ შორის უხუცესი 78 წლის ანატოლი ჯანდიერი. ტურნირი ოლიმპიური სისტემით გაიმართა და წყვილთა შორის გამარჯვება მიხეილ კალანდაძემ და ზვიად კალმახელიძემ მოიპოვეს. ჩოგბურთის ტურნირში გამარჯვებულებს დიდუბის რაიონის გამგეობისგან მედლები, სიგელები, საპატიო თასი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.