ფოთის სანაპირო დაცვის ბაზას სტუდენტები ეწვივნენ
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები ეწვივნენ. სტუმრებს მოკლე პრეზენტაცია სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ წარედგინათ. ისინი გაეცნენ მეზღვაურების მუშაობის პრინციპებს და დაათვალიერეს მცურავი საშუალებები. ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების პერიოდულ სასწავლო ვიზიტებს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფში.