„სეტყვის საწინააღმდეგო რადარები რომ არა, სტიქიის მასშტაბი გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა“
სეტყვის საწინააღმდეგო რადარები რომ არა, სტიქიის მასშტაბი გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა – ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა.
როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, ამ რადარების გამოყენების შედეგად ქვეყანამ თავიდან აიცილა რამდენიმე მილიონი ლარის ზარალი.
“სეტყვის საწინააღმდეგო რადარები რომ არა, სტიქიის მასშტაბი გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა, ვიდრე იყო 2012 წელს. თუ 2012 წელს სტიქია მხოლოდ თელავის რაიონს შეეხო, წელს დიდი საფრთხე ემუქრებოდა თელავის, გურჯაანის, საგარეჯოსა და სიღნაღის რაიონებს.
“დელტას” მიერ გასროლილმა რაკეტებმა უზრუნველყო, რომ დაზიანებების მასშტაბი არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე იქნებოდა რაკეტების გასროლის გარეშე”,-აღნიშნა შიოლაშვილმა.
მისივე თქმით, გურჯაანი მთლიანად იყო უზრუნველყოფილი სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების მიერ ასევე „საგარეჯოს ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე სოფელში მოვიდა სეტყვა. რაკეტების გასროლის შედეგად სეტყვა იმდენად წვრილი იყო, რომ დაზიანებები თითქმის არ არის. სიღნაღს დაემთხვა ქარიც და ტერიტორიები დააზიანა, ძირითადად, ქარმა და – არა სეტყვამ. ეს ეხება ხორბლის და ქერის მოსავალს. ამ წუთებში მივემგზავრები სიღნაღში, სადაც დავათვალიერებ ყველა ტერიტორიას. გურჯაანში საერთოდ არ მოვიდა სეტყვა, იყო მხოლოდ ნალექი. გურჯაანი მთლიანად იყო უზრუნველყოფილი სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების მიერ”, – განაცხადა შიოლაშვილმა.