აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და სეუ-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და სასწავლო ეროვნულმა უნივერსიტეტმა (სეუ) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით ბიუროს თავმჯდომარემ იოსებ ბაღათურიამ, ხოლო სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტის მხრიდან − რექტორმა გია კავთელმა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტებში ფულად-საკრედიტო ვალდებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამგვარი ვალდებულებების წარმოშობისა და შესაძლო შედეგების შესახებ მათ ინფორმირებას.

მემორანდუმის ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარებენ ლექცია-სემინარებს ქართულ სააღსრულებო სისტემაზე, დარღვეული სამოქალაქო უფლებების აღდგენის კანონიერ და მარტივ გზებზე. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სეუ-ს სტუდენტებს საჯარო ლექცია ჩაუტარეს. აღსრულების ეროვნული ბიურო მომავალშიც აპირებს, ხელი შეუწყოს სტუდენტებში ფულად-საკრედიტო ვალდებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები