დავით ნარმანია: მთაწმინდაზე დაავადებული, გამხმარი ხეები ახალი ნარგავებით შეიცვლება

მთაწმინდაზე გამწვანების სამუშაოების დროს დაავადებული, გამხმარი ხეები ახალი ნარგავებით შეიცვლება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

“დაავადებულ ხეებს, ჩვენდა სამწუხაროდ, არაფერი აღარ ეშველებათ, ჩანაცვლების გარდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთი ხეების ინვენტარიზაციას გავაკეთებთ. რაღაც ნაწილის შესახებ ინფორმაცია ისედაც ჩვენთან არის შენახული. ამიტომაც, შემდგომ პერიოდში, როდესაც გავაგრძელებთ გამწვანების სამუშაოებს, გარკვეული სამუშაოები იქნება იმ ადგილებზე, სადაც არის გამხმარი ხეები”, – აღნიშნა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები