კახა კალაძე: ათონელზე მდებარე რეზიდენცია გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნების შესაბამისად აშენდა

„ათონელზე მდებარე რეზიდენცია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნების შესაბამისად აშენდა“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციიდან ათონელის რეზიდენციაში გადასვლის საკითხის კომენტირებისას.

“ათონელის რეზიდენციის მშენებლობა დასრულებულია. გათვალისწინებულ იქნა ყველა ის მოთხოვნა, რაც პრეზიდენტ მარგველაშვილის მხრიდან არსებობდა. შექმნილ სიტუაციაში უნდა იქნას გადაწყვეტილი, თუ რა უნდა ვუყოთ ამ კონკრეტულ ობიექტს”,- აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, იგი იმედოვნებს, რომ ათონელის რეზიდენციის გამოყენებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს”. პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას კი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით ყველა ის პოზიცია, რომელიც აქამდე დააფიქსირეს, უცვლელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები