გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„გაეროს სპეციალური სააგენტოს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის (UNESCO) მიზანს წარმოადგენს, ხელი შეუწყოს მსოფლიოში მშვიდობასა და უსაფრთხოებას განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროების მეშვეობით სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით. ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა ამ ორგანიზაციის მიერ წამოწყებულ აქტივობებში კი ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიზნის განხორციელებისთვის. სწორედ ამიტომ UNESCO-მ დაიწყო განცხადებების მიღება 2015 წლისთვის ახალგაზრდა პროფესიონალების პროგრამის (Young Professional Programme) ფარგლებში.
აღნიშნული პროგრამის მიზანია პროფესიონალი ახალგაზრდების ჩართვა იუნესკოს საქმიანობაში ორგანიზაციის სათაო ოფისში (პარიზი) ან მის რეგიონალურ ბიუროებში მსოფლიოს მასშტაბით“,-აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები