„პრეზიდენტის პოზიცია არის ის, რომ ის არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას“
გიორგი მარგველაშვილი არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ ათონელის რეზიდენციის საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი არ გაკეთდება.
“პრეზიდენტის პოზიცია არის ის, რომ ის არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას. პრეზიდენტს თავის დროზე რომ გაეკეთებინა განცხადება, რომ მოვიფიქრებ და გადავწყვეტ, მაშინ ჩემთვის გასაგები იქნებოდა ამ თემის ხელახლა წამოწევა, მაგრამ პრეზიდენტმა ძალიან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია, რომელიც არაერთხელ იქნა გამოთქმული. ჩვენ დამატებით კომენტირებას არ ვაპირებთ”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.