“ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს დაეხმარება, თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში მაქსიმალური სარგებელი მიიღოს”

საზოგადოებრივი მოძრაობა 2030-ის წევრის ლაშა ყარალაშვილის განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს დაეხმარება თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.

ამის შესახებ მან გადაცემა “2030”-ის ეთერში განაცხადა.

“ეს არის პირველი პროექტი საქართველოს აგრო-სასურსათო სფეროში, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკმა დააფინანსა. საქართველოს ეკონომიკაში აგრო-სასურსათო პროდუქციის წარმოებას მნიშვნელოვანი წილი აქვს, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს დაეხმარება თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. აგრარული სექტორის მხარდაჭერა გულისხმობს, საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხარისხის ამაღლებას, რითაც ჩვენი პროდუქცია კონკურენტუნარიანი გახდება და ევროკავშირში ექსპორტიც გაიზრდება”- განაცხადა ყარალაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის მთლიანი მოცულობის მეოთხედი ევროკავშირიზე მოდის, 2012 წლიდან ხელისუფლებამ აგრარული სექტორის განვითარება ქვეყნის ძირითად პრიორიტეტად მიიჩნია და ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადადგა.

“ფერმერებისთვის იაფი აგრო კრედიტის შეთავაზება, პროექტების შედგენაში, ტექნიკის დახვეწაში ხელშეწყობა, მელიორაციის, ბუნებრივი კატასტროფის საწინააღმდეგო ცენტრის შექმნა და სხვა. ამის შედეგად სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება გაიზარდა და შესაამისად მოქალაქეების შემოსავალიც გაიზარდა. ბუნებრივია, ქართველი ფერმერებისთვის წარმოებული პროდუქციის გასაღება და ახალი ბაზრის ათვისება ძალიან მნიშვნელოვანია” – განაცხადა ყარალაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში აგროსასურსათო სექტორის განვითარებას დააფინანსებს.

ბანკის ვიცეპრეზიდენტმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც საქართველოში მეღვინეობის, მებაღეობისა და მებოსტნეობის განვითარების მიმართულებით მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას გულისხმობს.

ეს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს აგროსასურსათო სექტორში დაფინანსებული პირველი პროექტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები