ეკონომიკის სამინისტრო იყიდება – საგანგებო ბრიფინგი 14 საათზე გაიმართება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა გასაყიდად აუქციონზე გადის, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე სამინისტროში ბრიფინგი 14.00 საათზე არის დანიშნული.
შენობის გაყიდვის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა.
ამ ეტაპზე უცნობია, სამინისტროს პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, თუ სად განთავსდება ეკონომიკის სამინისტრო.