„ქორთიარდ მარიოტში“ უჩა ნანუაშვილი საჯარო დებატებს მართავს
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ სახალხო დამცველის ორგანიზებით საჯარო დებატები მიმდინარეობს. დებატებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრება.
როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, ეს არის მორიგი საჯარო დებატები, რომელსაც სახალხო დამცველი ყოველი თვის ბოლოს ატარებს.
ასევე დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იქნება იმ შედეგებზე, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებობს და შემდეგ გაიმართება დისკუსია.
„ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და რეკომენდაცია მაინც საგამოძიებო ორგანოებს ეხება. ზოგადად, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. პრობლემები რეალურად ფიქსირდება ამ მიმართულებით, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები და გახშირებული სტატისტიკა სამწუხარო ტენდენციად ჩამოყალიბდა და ყველა გამოწვევაზე გვექნება საუბარი, რომელიც ქვეყანას აწუხებს“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.