შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ბულგარეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ეწვივნენ
შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ბულგარეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მთავარი დირექციის დაზვერვის ოფიცრები ილია ჟეჩევი და ნედიალკო ელენჩევი ეწვივნენ.
სტუმრებმა დაათვალიერეს სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N5 სამმართველო (ლაგოდეხი), წარედგინათ პრეზენტაცია საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების საქმიანობის შესახებ. ვიზიტის მეორე დღეს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა შეხვედრა ბულგარეთის რესპუბლიკის სასაზღვრო პოლიციის მთავარი დირექციის წარმომადგენლებსა და საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს შორის. მხარეებმა ისაუბრეს უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებულ სააფრთხეებსა და რისკებზე შავი ზღვის აუზში. ვიზიტი განხორციელდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და ბულგარეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისროს სასაზღვრო პოლიციის მთავარ დირექციას შორის 2015-2016 წლებში თანამშრომლობის ოქმის ფარგლებში. ბულგარეთის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოს 30 მაისს დატოვებს.