რაიონული საავადმყოფოების გამოსყიდვის მეორე ეტაპი დასრულდა
ჯანდაცვის სამინისტროს 19 საავადმყოფოს, ჯამში, მართვის უფლება გადაეცა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროსთვის მართვის უფლებით გადაცემული 19 საავადმყოფოდან, 9 შემთხვევაში, ინვესტრომა კლინიკასთან მიმართებით ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც დაწესებულება ჩამოერთვა. რაც შეეხება დანარჩენ საავადმყოფოებს, სერგეენკოს თქმით, დანარჩენების გამოსყიდვა კი სახელმწიფოს 12 მილიონი ლარი დაუჯდა.
“რაც შეეხება მეორე ეტაპზე გამოსყიდული რაიონული საავადმყოფოების მართვის უფლების გადაცემას ჯანდაცვის სამინისტროსთვის, ეს არის ტექნიკური საკითხი და ამით ეს ეტაპი დასრულდა. ჯამში, საუბარია 19 საავადმყოფოზე, საიდანაც 9 რაიონულ კლინიკასთან მიმართებაში ინვესტორმა ვალდებულება ვერ შეასრულა, კონტრაქტის მიხედვით, დაწესებულებები უკან ჩამოვართვით, დანარჩენების გამოსყიდვა კი ორი სარეზერვო კომპანიისგან მოხდა, რაშიც ჯამში სახელმწიფომ 12 მილიონი ლარი გადაიხადა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.