ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა დროებით იკრძალება
ჩაქვი-მახინჯაურის მარჯვენა გვირაბში მოძრაობა დროებით იკრძალება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბების მისასვლელებთან ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმის რეგულირების ტექნიკური საშუალებების მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 29 მაისის 10:00 საათიდან 10 ივნისის 10:00 საათამდე მარჯვენა გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება მარცხენა გვირაბში ორმხრივი მიმართულებით.
“აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 23 აპრილს (#20/8-862000) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად”, – ნათქვამია განცხადებაში.