შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “კვირა” უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით 29-30 მაისს 08:00 საათიდან ქ.ქუთაისის ცენტრალური მოედანი დაიკეტება. ავტომანქანების მოძრაობა შენარჩუნდება შ.რუსთაველის გამზირზე, ა.წერეთლის, თამარ-მეფის, ი.გოგებაშვილის, მარი ბროსეს და ზ.ფალიაშვილის ქუჩებზე.

31 მაისს 08:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება: გ.ტაბიძის, შ.რუსთაველის, მარი-ბროსეს, ზ.ფალიაშვილის და თბილისის ქუჩებზე.

31 მაისს ავტომანქანებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება: საფიჩხიის მიმართულებით – ვაჟა-ფშაველას, დავითი და კონსტანტინეს, ვარლამიშვილის ქუჩების გავლით. ხოლო საფიჩხიიდან ავტომანქანები იმოძრავებენ თამარ მეფისა და პუშკინის ქუჩების გავლით წერეთლის ქუჩის მიმართულებით.

ავტომანქანების მოძრაობა ტელმანის მოედნიდან ზ.ფალიაშვილის ქუჩის მიმართულებით ნებადართული იქნება.

მოძრაობა 31 მაისს ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები