თინა ხიდაშელი პრემიერს ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროების მიერ გამოგზავნილ დროშას გადასცემს
ხვალ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ავღანეთში მყოფ ქართველი სამხედროების მიერ გამოგზავნილ სიმბოლურ საჩუქარს, საქართველოს სახელმწიფო დროშას გადასცემს. სახელმწიფო დროშა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზაზე კოალიციური ძალების სახელმწიფო დროშებთან ერთად იყო აღმართული.