ვახტანგ კაპანაძემ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებსა და მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს თავდაცვის უწყებამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ გამოფენით გახსნა. ვარდების მოედანზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ დაათვალიერა. მან საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებსა და მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„დელტამ“ პირველად გამოფინა სამხედრო დანიშნულების ტექნიკის15 ახალი სახეობა, მათ შორის ქართული მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი, წლეულს დამზადებული სამედიცინო-საევაკუაციო მანქანა, რომელსაც ორშრიანი ჯავშანდაცვა და ოთხი ერთეული საკაცე აქვს და ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი“, რომელიც უმართავი რაკეტების გამშვები მოდულით არის აღჭურვილი.
დამთვალიერებლების დიდი ინტერესი გამოიწვია ადაპტირებულმა ჯავშანმანქანამ, რომელიც სპეციალურად უდაბნოს პირობებისთვის დამზადდა. სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა ნატოს სტანდარტით დამზადებული ჯავშანტექნიკა, ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე მოდიფიკაცია, 120-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნი (თვითმავალი პლატფორმისთვის განკუთვნილი), დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულები, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, საინკასაციო მანქანა, შეჯავშნული სპეციალური ტექნიკა და სხვა თავდაცვითი საშუალებები წარადგინა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ „დელტას“ მიერ წარმოებული პროდუქციის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის თანამშრომლებისგან მოისმინა.
„სასიხარულოა, რომ „დელტა“ დაუბრუნდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვინაიდან მთავარი დამკვეთი და მთავარი მომხმარებელი, რა თქმა უნდა, არის მაინც საქართველოს შეიარაღებული ძალები.
სასიხარულოა, რომ თავდაცვის სამინისტრო და „დელტა“ ერთობლივად აწარმოებს თავისი შეიარაღების – არსებულის და დაგეგმილი წარმოების გამოფენას. აქ წარმოდგენილია ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია „დელტას“. არის ახალი, შეიძლება ითქვას, გონივრული და კარგად გააზრებული ჩანაფიქრები განხორციელებული თითოეულ მოდელში. იმედი გვაქვს, რომ საქარხნო შემოწმების და შემდეგ საჯარისო გამოცდების შემდეგ შეიარაღებულ ძალებს ექნებათ საშუალება, მიიღონ საქართველოში წარმოებული სამხედრო პროდუქცია“, – განაცხადა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა.

10003971_991807890851953_8666831932557356690_n

10419566_991808054185270_7465894113035454694_n

10980739_991807994185276_2489482466281713360_n

10982038_991807907518618_8064125482311377560_n

11010548_991807517518657_4052649160406876463_n

11018111_991807784185297_7023658074127668267_n

11036420_991807754185300_7267869926527026401_n

11041157_991807687518640_5654687478622451496_n

11070979_991807570851985_7735584807011009325_n

11107175_991808097518599_5692318044533238043_n

11140347_991807714185304_679229388054472658_n

11218854_991808074185268_1516203861096196205_n

11229299_991807764185299_2167381443143248062_n

11235445_991807504185325_2124899104161045213_n

11252114_991807614185314_6543224978872109545_n

11257097_991807514185324_1431772404133106333_n

11295565_991808067518602_5030626284940091358_n

11295598_991807690851973_1951075525035089924_n

11295817_991808000851942_358698105437149312_n

11350596_991807734185302_1975619748095597475_n

11358844_374966966042826_1435221921_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები