26 მაისს ,,დელტა” საკუთარ პროდუქციას გამოფენს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სსსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ცენტრი „დელტა“ საკუთარ პროდუქციას გამოფენს.
საქართელოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ნატოს სტანდარტით დამზადებულ ჯავშანტექნიკას, სხვადასხვა დანიშნულების იარაღს, თავდაცვით საშუალებებს, პოლიციურ აღჭურვილობასა და ახალ პროდუქციას წარადგენს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ცნობილია, რომ „დელტა“ საზოგადოებას 8 ახალ ნაწარმს წარუდგენს, მათ შორის ქართულ მრავალფუნქციურ უპილოტო ვერტმფრენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები