ქართულმა კომპანია „დელტამ“ უპილოტო ვერტმფრენი შექმნა (ფოტოკოლაჟი)
კიდევ ერთი სამხედრო გამოგონება შექმნეს ქართველმა სამხედრო გამომგონებლებმა. კომპანია „დელტამ“ უპილოტო ვერტმფრენი გამოუშვა, რომელის 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე იქნება წარმოდგენილი. ვერტმფრენის ფუნქციაა როგორც სადაზვერვო, ასევე შეტევით ოპერაციებში მონაწილეობა. ის აღჭურვილა ტყვიამფრქვევით და არამართვადი რაკეტებით. საფრენი აპარატის მართვა დისტანციურად, მიწიდან ხდება.