ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა გიორგობის დღესასწაული აღნიშნეს – ფოტოკოლაჟი

ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მყოფმა მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედროებმა გიორგობის დღესასწაული აღნიშნეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის კაპელანმა, მამა გაბრიელ ბარბაქაძემ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მოწყობილ სალოცავში აღავლინა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ეგიდით წარმოებულ “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში 43-ე ბატალიონი აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან ერთად მსახურობს. ქართველი სამხედროები სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

10155015_981586675207408_6163562619629574946_n

10411034_981586678540741_2589509061522123271_n

10995409_981586561874086_8837282347369521206_n

11053923_981586681874074_986117877091906940_n

11204984_981586545207421_2278357158672874537_n

11249852_981586755207400_25392327323291217_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები