მოზარდი, რომელიც ოკუპანტებმა სამკურნალოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოატარეს, გარდაიცვალა

გალში მცხოვრები 13 წლის მოზარდი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა სამკურნალოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოატარეს, გარდაიცვალა. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, მოზარდს ნაწლავების პრობლემები ჰქონდა, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა. ადმინისტრაციულ საზღვარზე კი გარკვეული საბუთების არქონის გამო მას პრობლემები შეექმნა. ოჯახმა მოზარდის გადმოყვანა ხურჩის ტერიტორიიდან გადაწყვიტა, თუმცა არასრულწლოვანი გზაში გარდაიცვალა.
„ოპერაცია, რომელიც მოზარდს ესაჭიროებოდა, გალში ვერ კეთდება და ენგურსგაღმა გადაყვანა შესთავაზეს, მალევე წამოვიდნენ, როდესაც ბლოკსაგუშაგოსთან მოვიდნენ, ე.წ. მესაზღვრეებმა დამატებითი საბუთი მოსთხოვეს, რაც მათ არ ჰქონდათ, ამის შემდეგ ხურჩის გზით გადმოსვლა გადაწყვიტეს, საუბედუროდ, სწორედ ამ დროს – გზაში ბავშვი გარდაიცვალა“,-აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები